მაიას საოჯახო სასტუმრო

0 (0 rewievs) - Maya Guest House ,

მაიას საოჯახო სასტუმრო

Maya Guest House



ჩვენს შესახებ




ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტიდან ორ კილომეტრში, ისტორიულ სოფელ დაშბაში აღმოჩნდებით. ზღვის დონიდან, დაახლოებით, 1500 მეტრის სიმაღლეზე კანიონის პირას გაშენებული სოფელი ბევრი ისტორიული ადგილით, დაშბაშის კანიონით, ჩანჩქერებითა და საპიკნიკე ადგილებით არის ცნობილი. მოგზაურობის დაგეგვმისას გასაჩერებელ ადგილად მაიას საოჯახო სასტუმრო უნდა მოინიშნოთ, რომელიც ორ საცხოვრებელ ხის კოტეჯსა და კეთილმოწყობილ ეზოს აერთიანებს. „მაიას სასტუმროში“ სტუმრობა ოთხივე სეზონზე არის შესაძლებელი. მასპინძლობას თავად სასტუმროს მეპატრონე გაგიწევთ და მოშიებულზე ოჯახური თბილი სადილითა თუ ვახშამით გაგიმასპინძლდებათ. მაიას საოჯახო სასტუმროს ერთდროულად თხუთმეტი სტუმრის მასპინძლობა შეუძლია. ნომრის ღირებულება დილის საუზმესაც მოიცავს. ხის კოტეჯები სრულად აღჭურვილია ტექნიკით და დასვენებისთვის საჭირო ინვენტარით. ნომერშია განთავსებული სამზარეულოც, რომელიც სტუმარს შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივი პროდუქტებით თავად მოიმზადოს მისთვის სასურველი კერძი.

კოტეჯები დაშბაშის კანიონიდან რამდენიმე წუთის სავალ გზაზეა, რაც დამსვენებელს დათვალიერების კომფორტსაც უქმნის. ღამისთევასთან ერთად, სტუმარს შეუძლია მოინახულოს სხვადასხვა ისტორიული ძეგლები, რომელიც კოტეჯიდან უახლოეს მანძილზე მდებარეობს.

190.00  / ღამე
გთხოვთ აირჩიოთ დღეების რაოდენობა
12:00am to 12:00am

საბოლოო დასტურამდე თანხა არ ჩამოგეჭრებათ
190.00 ₾ x 1 ღამე
190.00 ₾



ადგილმდებარეობა



შეთავაზებები




ვახშამი


სასურველია ნახოთ




Diamond Bridge
დაშბაშის კანიონი