მარანი "ტუშპა"
თქვენ გიმასპინძლებთ მარანი “ტუშპა“
რას გთავაზობთ
„ტუშპა“ არის პატარა საოჯახო მარანი, რომელიც მდებარეობს ტაპერაკანის სოფელში, არარატის რეგიონში. კონკრეტულად, არარატის ხეობის გულში, 35 კილომეტრის მოშორებით (დასავლეთით) ერევნის ცენტრიდან. მარნის ისტორია 1995 წლიდან იწყება, როდესაც ოჯახმა მიტოვებული მიწა შეიძინა.
12 წელი დასჭირდა მიჰრან მანასსერყანს საკუთარი ოცნების ასრულებისთვის, რათა აეშენებინა ზუსტად ისეთივე მარანი, როგორიც მის წინაპრებს ჰქონდათ ვანის ძველ ქალაქში.
გარდა თანამედროვე აღჭურვილობისა, ოჯახი ღვინის დაყენებისას წინაპრების ასწლოვან მეთოდს მიმართავს. ასევე, ღვინის წარმოების დროს იყენებენ თიხის ძველ კასრებსა და სიმძიმის მეთოდს. წყლის ჭა და თონე (სადაც ცხვება ლავაში) ლოკაციას ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.
ტუშპას მიწა ბუნებრივადაა დაჯილდოვებული იდეალური მიწითა და კლიმატით რაც ხარისხიან ყურძენში აისახება, რომლითაც უნიკალური ღვინის სახეობები იწარმოება.
ტუშპას მიწა ბუნებრივად არის დაჯილდოვებულ იდეალური ნიადაგითა და კლიმატური პირობებით, რის შედეგადაც მოდის ხარისხიანი ყურძენი და კომპანიას უნიკალური ღვინოების წარმოების საშუალებას აძლევს.
გაიცანით მასპინძელი, მარანი “ტუშპა“
მე ვარ ანი მანასსერიანი და მოხარული ვარ გიმასპინძლოთ მარან „ტუშპაში“. გვესტუმრეთ, რათა აღმოაჩინოთ სომხური ღვინის წარმოების ტრადიციები და დაძველების პროცესი. ტუშპა არ არის მხოლოდ სადეგუსტაციო ოთახი, ეს არის ტრადიციების პატივსაცემი მოგზაურობა წარსულში, რომელიც მონუსხვის გარეშე არ დაგტოვებთ.