წაღკენწის მარანი, გასტრო სახლი
ტურს უმასპინძლებს წაღკენწის მარანი, გასტრო სახლი



რას გთავაზობთ
წაღკენძის მარანი, გასტრო სახლი არის საოჯახო ბიზნესი, რომელსაც მეღვინეობის და მეფუტკრეობის მრავალწლიანი ისტორია გააჩნია. ობიექტი მდებარეობს სომხეთში, არაგაწოტნის რეგიონში, რომელიც ძველი სომხური ყურძნის სახეობის - ვოსკეჰატის დაბადების ადგილადაა მიჩნეული. ამ ტიპის ყურძენს სხვაგვარად სომხური ყურძნების დედოფალსაც კი უწოდებენ. არტეფაქტების მიხედვით, იგი პირველად 3500 წლის წინ მოიყვანეს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ მეღვინეობის ისტორიასა და წარმოების პროცესს; აგრეთვე, დააგემოვნონ გემრიელი ღვინოები და ქალაქ აშტარაკის უგემრიელესი ტრადიციული კერძები. მყუდრო ბაღი აქ მოსულ ვიზიტორებს განტვირთვის საშუალებას აძლევს.

გაიცანით მასპინძელი, წაღკენწის მარანი, გასტრო სახლი
ჩვენ ვაგრძელებთ წაღკენწის ოჯახის ტრადიციას, რომელსაც სიამოვნებით გაგიზიარებთ. ჩვენი მარნის კარი ქალაქ აშტარაკის ყველა სტუმრისთვის ღიაა. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დრო გაატაროთ თქვენს ოჯახთან ერთად და ისიამოვნოთ გემრიელი, ჯანსაღი კერძებითა და ღვინით. ქალაქი აშტარაკი მდიდარია კულტურული ღირსშესანიშნაობებით და ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ აღმოაჩინოთ გასაოცარი ისტორია, არქიტექტურა და არაჩვეულებრივი ხედი, რომელიც კასახის ხეობიდან იშლება. ჩვენი მიზანია აშტარაკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ ადგილმდებარეობად ქცევა სომხეთში.

ადგილმდებარეობა
შეთავაზებები
