გოცას მარანი
თქვენ გიმასპინძლებთ გოცას მარანი
რას გთავაზობთ
„გოცას მარანი“ თბილისთან ახლოს, კიკეთში მდებარეობს. მუხის ტვეებში ჩაფლული სახლი, მარანი და საუცხოოდ გამწვანებული ეზო, ღვინო და ლუდი ქვევრში, ხორბალი, ყველი, ბოსტნეული საკუთარი მეურნეობიდან - ეს ყველაფერი აქ დაგხვდებათ. „გოცას მარანში“ ტრადიციული მეთოდით ორგანულ ღვინოებს ამზადებენ. მარანში ჩაფლულ ქვევრებში ღვინის დაყენების მთავარი უპირატესობაა შენახვის ტემპერატურა, რომელიც ზამთარ-ზაფხულ თითქმის მუდმივია. ასეთი წესით დამზადებულ თეთრ და წითელ ღვინოს განსაკუთრებული ფერი და ნუშის, კაკლისა და გამხმარი ვაშლის არომატი აქვს.
სტუმარს შესაძლებლობა აქვს, მოისმინოს ქართული მეღვინეობის ისტორია, გაეცნოს ღვინის დაყენების დეტალებს და დააგემოვნოს ქვევრში დაყენებული ორგანული ღვინო, ლუდი, ყველი და ქართული სამზარეულო. აქ საუკეთესო ქართული საოჯახო ატმოსფერო დაგხვდებათ, სადაც გემოს გაუგებთ ქართულ კულინარიას, სადღეგრძელოსა და სიმღერას. თქვენ ოჯახის ნაწილი გახდებით.