ნინოშვილის ქუჩა 68
„ნინო მერის მარანი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კახეთის მხარეში მდებარეობს. მასპინძელი მეღვინე ქალი ნინო მაძღარაშვილია, რომელმაც ღვინის ქვევრში დაყენების მამა-პაპისეული ტრადიცია გააგრძელა. „ ნინო მერის“ ბრენდის ქვეშ ღვინის წარმოების ისტორია 2018 წელს იწყება. პირველი მოსავალი რქაწითელი იყო ხირსის ვენახებიდან. წარმატებას არ დაუყოვნებია და მისი ღვინის ამბავი საზღვრებსაც გასცდა. ღვინის წარმატებამ მამა-პაპისეული მარნის აღდგენა მოიტანა.