ნინოშვილის ქუჩა 68
„გოცას მარანი“ თბილისთან ახლოს, კიკეთში მდებარეობს. მუხის ტვეებში ჩაფლული სახლი, მარანი და საუცხოოდ გამწვანებული ეზო, ღვინო და ლუდი ქვევრში, ხორბალი, ყველი, ბოსტნეული საკუთარი მეურნეობიდან - ეს ყველაფერი აქ დაგხვდებათ. სტუმარს შესაძლებლობა აქვს, მოისმინოს ქართული მეღვინეობის ისტორია, გაეცნოს ღვინის დაყენების დეტალებს და დააგემოვნოს ქვევრში დაყენებული ორგანული ღვინო, ლუდი, ყველი და ქართული სამზარეულო