ქართული კერძების დეგუსტაცია

სოფელი ლიხაური
70.00
Dolabi
ეკა სალუქვაძე
511184591
ekasaluqvadze@gmail.com
დეტალები
  • ქალაქი/სოფელი: სოფელი ლიხაური
  • მისამართი: სოფელი ლიხაური

აღწერა

ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმს რომ გასცდებით, მალევე, მარცხნივ, შეხვდებით გურულ ფაცხას, სადაც ჭიშკარში ჯერ დედა, შემდეგ კი გურული იუმორითა და ხასიათით დები სალუქვაძეები შემოგეგეგებებიან. ეკა და ლანა ,,დოლაბის’’ შემქმნელები არიან, სადაც ყველაფერ იმას აცოცხლებენ, რაც ძალიან ძველი, ძალიან გურული და ისტორიულია. აქ დები საკუთარი ხელებით მოგიმზადებენ გურულ, ტრადიციულ კერძებს ზუსტად იმ რეცეპტებითა და წესებით, როგორც ადრე მათი წინაპრები ამზადებდნენ. ამით ისინი ინარჩუნებენ ისტორიას, აცოცხლებენ წარსულს და მომავალ თაობებს უტოვებენ იმას, რაც მათთვის, გურიისთვის და სამშობლოსთვის ძალიან ძვირფასია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ,,დოლაბში ‘’.