ნინოშვილის ქუჩა 68
აქ ყველაფერი ოჯახის წევრების ხელით, გულით და შრომით არის შექმნილი -მშვიდი გარემო, ყვავილებით მორთული ეზო, განსხვავებულ მოსასვენებელ სივრცეთა სიმრავლე და ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობა, შესვლისთანავე იგრძნობა. „მდელოში“ ოჯახური სამზარეულოს არომატებით გაჯერებული კერძები, მათსავე მიწაზე მოყვანილი მოსავლითა და ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება. სტუმრების რჩეულ კერძად იქცა ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი სოფლის ნოყიერ ყველთან და კარაქთან ერთად. რა თქმა უნდა, დიასახლისის გამომცხვარი ხაჭაპურიც დაუვიწყარია სეზონური ფხალეულისა არ იყოს. „მდელო“ გთავაზობთ, როგორც ტრადიციული რეცეპტით მომზადებულ ქართულ კერძებს, ისე გათანამედროვებულ ინტერპრეტაციებს, თუმცა გემოები ისეთივე ავთენტურია და ეს ყველაფერი მის დავიწყების საშუალებას არ გაძლევს.