ნინოშვილის ქუჩა 68
„საოჯახო სასტუმრო ბოკნეთი“ სოფელ გვერძინეთში, ძამას ხეობაში მდებარეობს. სასტუმროში სრულად აღჭურვილი 5 ნომერია. ბოკნეთი ტურისტებს სთავაზობს სამჯერად კვებას, ტურების დაგეგმვას და გიდის მომსახურებას. საოჯახო სასტუმროს საკუთარი მეურნეობა და საქონლის ფერმა აქ, შესაბამისად - დამსვენებელს ეკოლოგიურად უსაფრთხო, საკუთარი პროდუქტებით უმასპინძლდებიან. ტურისტს შეუძლია, სრულად მოწყდეს რუტინას და, მასპინძლების დახმარებით, ძამას ხეობა აღმოაჩინოს.