ნინოშვილის ქუჩა 68
საოჯახო სასტუმრო „სკიჯი სახლი“ ჩოხატაურში, სოფელ ხიდისთავში მდებარეობს. სასტუმროს ვინტაჟური, სოფლისთვის დამახასიათებელი ინტერიერი აქვს და ასეთივე ავეჯით არის მოწყობილი. დიდი აივნები, ხუთი საძინებელი ოთახი, სასადილო ოთახი, ბუხარი და ეზოში მოწყობილი „ქუხნა“, შუაცეცხლითა და კეცებით, სადაც სტუმარს საინტერესო მასტერკლასები ელის. სახლთან ახლოს პატარა მდინარე ლუგუბა ჩამოდის, 400 მეტრში კი - დიდი მდინარე გუბაზოულია. ეს სოფელი ცნობილია ნოდარ დუმბაძის, მოსე გოგიბერიძის, ანა კალანდაძის სახლ-მუზეუმებით, ე