ნინოშვილის ქუჩა 68
ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ დღეს კახეთის შუაგულში, ყვარლის რაიონ სოფელ ზინობიანში ძველი ალბანეთის იმპერიის უკანასკნელი შემორჩენილი ტომი უდები ცხოვრობს. აგროტურისტული ობიექტის მასპინძელი გოგოც უდია, რაც ამ ობიექტს, მრავალფეროვანი სერვისის პარალელურად, საუკუნოვანი ისტორიის გაზიარების საშუალებას სძენს. 1920-22 წლებში საქართველოში ჩამოსახლებული უდების მთავარი ამბავი მართლმადიდებლობის შენარჩუნება იყო და სწორედ აქედან დაიწყო საქართველოში კახელებისა და უდების თანაცხოვრების ისტორია.