ნინოშვილის ქუჩა 68
კომლი ცდილობს ინდივიდზე ორიენტირებული ზრუნვის ფოკუსი საზოგადოებრივი ზრუნვისკენ მიმართოს და ადამიანზე ორიენტირებული ზრუნვა – გარემოზე და ადამიანზე ორიენტირებულ ზრუნვად აქციოს. თანაშექმნის სივრცე არის მუდმივად შექმნის პროცესში მყოფი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან და ჩამოსულ სტუმრებთან ერთად ცდილობს ცოდნა გაანთავისუფლოს აკადემიური ჩარჩოებიდან და ხელმისაწვდომი გახადოს ისეთი სამეზობლოებისთვის, სადაც ამის შესაძლებლობა ნაკლებად არსებობს.