მეგრული სულგუნი

მეგრული სულგუნის შესახებ


თუკი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ყველის წარმოების  4 ათას წელს ითვლის, ჩვენ შეგვიძლია ღვინის მსგავსად ვთქვათ, რომ ყველის სამშობლო ვართ და ყველის ისტორიის წერა 8 ათასი წლის წინ დავიწყეთ. ამ ფაქტს ისიც ამყარებს, რომ საქართველოში   მოგვეპოვება ყველის შესანახი ჭურჭელი,  რომელიც 8000 წლის წინანდელია.  ყველი ქართველი ხალხის წიაღში წარმოქმნილი  გასტრონომიული მოვლენაა.არსად ისე არ მიირთმევენ ყველს, როგორც საქართველოში. ჩვენ ყველს საუზმეზეც,სადილზეც და ვახშამზეც ვჭამთ. მიუხედავად, ჩვენი ყველისადმი ასეთი სასიყვარულო დამოკიდებულებისა, საბჭოურ წყობას ვერც ეს გასტრონომიული მოვლენა გადაურჩა.  გადმოცემით, ქართული ყველი შეადგენდა 80-ზე მეტ სახეობას, რომელთა დიდი უმრავლესობა საბჭოთა პერიოდის განმავლობაში დაიკარგა, რადგან თითოეული ყველის წარმოებას სჭირდება თავისი, უნიკალური ტექნოლოგია, რაც იმ დროინდელ “იაფი ყველის” წარმოებას ვერ აკმაყოფილებდა.  რამდენიმე წლის წინ  ექსპედიციის შედეგად, ყველის გარკვეული სახეობები აღმოაჩინეს და დღეისათვის ჩვენში ოფიციალურად  დარეგისტრირებული 14 სახეობაა: სულგუნი, მეგრული სულგუნი, სვანური სულგუნი, დამბალხაჭო, ჩოგი, ტენილი ყველი, კალტი, კობი, აჭარული ჩეჩილი, მესხური ჩეჩილი, გუდის ყველი,  თუშური გუდა, იმერული და ქართული.  ყველის ეს სახეობები წლების განმავლობაში მივიწყებული იყო.  საქართველოშისულგუნის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მეგრული სულგუნი საუკეთესო მაღალხარისხოვანი პროდუქტია ჩედარისებული მასით, რომელიც მზადდება ძროხისა და კამეჩის რძისაგან. სულგუნის დამზადებისას ახლად ამოყვანილ ყველს ჩაჭრიან რძეში ან თბილ წყალში და ზელენ ხელით ვიდრე არ ამოიწელება. შემდეგ ამ მასას მოაყრიან მარილს, მრგვალ თავებად შეახვევენ, ერთხანს ცივ წყალში ამყოფებენ და მერე შესანახად ჩაყრიან წათხში. რბილი სულგუნი დიდხანს არ ინახება. სხვათაშორის მეგრული სულგუნი მსოფლიოში ცნობილი ყველის ნაირსახეობათა შორის  Insider-ის რეიტინგში მოხვდა. თუმცა  ეთნოგრაფიული მონაცემებით, სულგუნს მარტო სამეგრელოში არ ამზადებენ , ის ასევე მზადდებოდა და მზადდება დასავლეთ საქართველოს მხარეებში: სვანეთში, იმერეთში, ლეჩხუმსა და რაჭაში . ასევე,  აფხაზებიც.