ნინოშვილის ქუჩა 68
ტაბერნეს ჭიშკარს რომ შეაღებთ, თქვენი მხედველობის არეალში უძველესი ოდა მოხვდება, სადაც გურული ყოფიერების ამსახველ საუკუნოვან ნივთებს ნახავთ. გურული ტრადიციების შესაგრძნობად ოდაში დანთებულ ცეცხლზე, კეცზე მომზადებული ბრინჯულა – გურული ხაჭაპური დააგემოვნეთ. ბრინჯულა ერთდროულად ხაჭაპურსაც მოგაგონებთ და ომლეტსაც, მაგრამ არც ერთია და არც მეორე. უფრო გემოთი ბლინია, კვერცხითა და ყველით.