ნინოშვილის ქუჩა 68
„თარგამეულის მარანი“ მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ თარგამეულში მდებარეობს. ეზოში მოწყობილია მარანი, მასტერკლასებისთვის სივრცე და ღია ფაცხა, სადაც მეგრული სუფრა იშლება. მარანში მისულ ტურისტს საშუალება აქვს, უძველესი მეგრული ვაზის ჯიშების - აჭყვადურის, ოჯალეშის, ჩეჭიფეშის, კოლოშის, ბუდღუშის ღვინოები დააგემოვნოს და ღომის მასტერკლასში მიიღოს მონაწილეობა. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ამ სერვისს შემოგთავაზებენ.