ნინოშვილის ქუჩა 68
„გიორგი ნათენაძის მარანი“ ახალციხეში მდებარეობს და მესხური ვაზის ჯიშების აღდგენასა და გამრავლებაზეა ორიენტირებული. მარნის საკოლექციო ნაკვეთში 24 დასახელების მესხური ჯიშია თავმოყრილი და მათი რიცხვი მზარდია. მარნის სტუმრებს საშუალება აქვთ, გხიზაბავრის ტერასებზე მოყვანილი უნიკალური, იშვიათი, ველური მესხური ვაზის ჯიშების - თამარის ვაზის, ჩიტისკვერცხას, ჩიტისთვალას, მწვანე, ახალციხური თეთრის ღვინოები დააგემოვნოს.