ნინოშვილის ქუჩა 68
„მარანი ობენე“ ჩხოროწყუს რაიონ სოფელ მუხურში მდებარეობს. შენობა ტრადიციული ქვით არის ნაშენი, რაც ბუნებრივ კლიმატ-კონტროლს უზრუნველყოფს. ობენე მეგრული სახელწოდებაა და ნიშნავს „ღია მარანს“. მარანში ქართული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან - ჭვიტილურისა და ოჯალეშისგან დამზადებული ღვინოების დაგემოვნებას შეძლებთ. ვიზიტორებს მეგრული გუდის ყველითაც უმასპინძლდებიან, რომელიც სულგუნის ქილაშია ჩადებული და განსხვავებულია როგორც გემოვნური თვისებებით, ისე ვიზუალურად.