ნინოშვილის ქუჩა 68
გოდერძი გონაშვილის საოჯახო მარანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორჯაბუჯში მდებარეობს. მარანში ალაზნის ველის მარჯვენა ნაპირის მიკროზონაში ბიოლოგიურად მოვლილ ნაკვეთში მოყვანილი ყურძნის ჯიშებისგან - საფერავისა და რქაწითელისგან მშრალი წითელი და თეთრი ღვინო მზადდება. მარანის ტერიტორიაზეა ღია და დახურული სადეგუსტაციო სივრცეები. სტუმრობისას გაეცნობით ტრადიციული კახური ღვინის ქვევრებში დაყენებისა და შენახვის უძველეს ტექნოლოგიას.