ნინოშვილის ქუჩა 68
„სასტუმრო გურიის ხიბლი“ სოფელ დვაბზუში მდებარეობს. აქ მოსული სტუმარი მართლაც გურულ ხიბლში აღმოჩნდება და ძველ ტრადიციებთან ერთად, გურულ კერძების გემოსაც შეიგრძნობს. კოხტად გამწვანებული ეზო სხვადასხვა ღია სივრცეებით არის მოწყობილი და ამ სივრცეშივე დგას ფერადი საოჯახო სასტუმრო. ყველა პროდუქტი ზაფხულში ღია გრუნტზე მოყავთ, ზამთარში კი- სათბურებში. შესაბამისად, რასაც „სასტუმრო გურიის ხიბლი“ დააგემოვნებთ ყველაფერი ნატურალურია.