ნინოშვილის ქუჩა 68
„იაგოს მარანი“ მცხეთის რაიონ სოფელ ჩარდახში მდებარეობს. მარნის საქმიანობის სფერო ორგანული მევენახეობა-მეღვინეობაა. ბიტარიშვილების მარანში თხუთმეტი ქვევრია, სადაც ღვინოს საუკეთესო ქართული ჯიშის ყურძნისაგან „ჩინურისგან“ ტრადიციული მეთოდით აყენებენ. „იაგოს ღვინომ“ 2004 წელს მიიღო პირველი ბიო-სერტიფიკატი საქართველოში. მარნის კედელები სავსეა სტუმრების მიერ გაკეთებული წარწერებით, სადაც მათ შთაბეჭდილებებს ამოიკითხავთ. აქვეა, საბოთლე დახლები და ღვინისთვის საჭირო ატრიბუტიკა.