ფოლკლორის სახლი

ზუგდიდი
160.00
Folklore House
ბესო ჩიტავა
577743414
farina1@mail.ru
დეტალები
  • ქალაქი/სოფელი: ზუგდიდი
  • მისამართი: ზუგდიდი
  • სეზონი: ყველა
  • ღირებულება: 160.00

აღწერა

„ფოლკლორის სახლი“ ზუგდიდში მდებარეობს. კოშკურის სტილის სამსართულიან ნაგებობაში უამრავი ძველი ნივთი დაგხვდებათ: საუკუნის მაგიდა და ბუფეტი, კასრები, დოქები , კეცები, ქვევრი, უთო, გობი და მეგრული ყოფისთვის დამახასიათებელი სხვა ნივთები. „ფოლკლორის სახლის“ სამზარეულო, რომელიც ხალხურ-კლასიკური სტილით არის შექმნილი, შენობის პირველ სართულზეა მოწყობილი და ამ სივრცეში ტარდება მასტერკლასებიც. მისაღები ოთახის შუა გულში ხეა „ამოსული“, კიბის ქვეშ კი მყუდრო, მოსასვენებელი საწოლია განთავსებული.


მახასიათებლები