ნინოშვილის ქუჩა 68
საოჯახო სასტუმრო „ცეცე“ თუშეთში, ქვემო ომალოში, სოფლიდან მოშორებით გაშლილ სივრცეში მდებარეობს. სასტუმროს მდებარეობა განსაკუთრებით მათთვის იქნება საინტერესო, ვინც თუშური სილამაზის წინაშე მარტო დარჩენას გადაწყვეტს. ორსართულიანი საოჯახო სასტუმრო თოთხმეტ ნომერს: ჩრდილო-აღმოსავლეთის ხედებით ომალოსა და დიკლოს მთისკენ, ჩრდილო-დასავლეთით ომალოსა და კეხის მთისკენ, სამხრეთ აღმოსავლეთით ქუმელაურთასა და ალაზნის ხეობაზე, ხოლო სამხრეთ დასავლეთით ქუმელაურთას, აბანოს უღელტეხილის და ჭანჭახოვნის ხეობას.