ნინოშვილის ქუჩა 68
საოჯახო სასტუმრო „მწვანე სახლი“ ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს. სასტუმროში, რომელიც 18 სტუმარზეა გათვლილი, სრულად აღჭურვილი ნომრები, სიმწვანეში ჩაფლული კოხტა ეზო და განსაკუთრებული სტუმართ-მასპინძლობა დაგხვდებათ. აქ სტუმრებს ოთხივე სეზონზე ელიან. დასვენებასთან ერთად, „მწვანე სახლში“ მცირე ღონისძიებების მოწყობა და მეგრული სამზარეულოს სხვადასხვა მასტერკლასში მონაწილეობაც შეიძლება.