ნინოშვილის ქუჩა 68
ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში შეხვდებით ტრადიციულ აჭარულ ოჯახურ კაფე “ანა-თეოს”, რომელიც წლებია სტუმრებს იღებს, უყვება ადგილობრივ ტრადიციულ კერძებსა და ისტორიაზე და აცნობს აჭარას არა მხოლოდ როგორც მხარეს, არამედ როგორც ერთ-ერთ საინტერესო მრავალფეროვან გასტრონომიულ რეგიონს ჩვენს ქვეყანაში. ბორანო და იახნი უძველესი აჭარული კერძებია, რომელთა მომზადებას გამორჩეული წესები აქვს. ძველად აღნიშნული კერძის მომზადებას განსაკუთრებული მიზეზი ჭირდებოდა როგორიცაა დღესასწაული ანდაც სტუმრიანობა. ცეცხლაძეების ოჯახი ტრადიციების და წინაპრების დანატოვარი რეცეპტით ამ კერძების უცვლელად შენარჩუნებას ემსახურება. ამ მხარეში სტუმარი უყვარდათ, ხოლო “ანა-თეოში” კი თვლიან, რომ აქ მოსული ყოველი ადამიანი, მათი ოჯახის წევრია.