სასტუმრო და მარანი მტევინო
სასტუმრო მტევინო
ჩვენს შესახებ
მეღვინეობა და სასტუმრო მტევინო მდებარეობს საგარეჯოს რაიონ სოფელ ხაშმში თბილისიდან 40 კილომეტრში. მტევინო არის მრავალფუნქციური სივრცე რომელიც მოიცავს მარანს, 5 ოთახიან სასტუმროს, კულინარიული მასტერკლასებისთის განკუთვნილ ულამაზეს ტერასებს, საკონფერენციო დარბაზითა და ღვინის მაღაზიით. ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ ვენახების ულამაზესი ხედებით, ჩვენი უგემრიელესი ღვინით, ქართული სამზარეულოთი და საინტერესო აქტივობებით როგორიცაა: ღვინის დეგუსტაცია, მარნის ტური, ტრადიციული ქართული კულინარიის მასტერკლასები (პურის ცხობა, ჩურჩხელის ამოვლება), ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი, სამაგიდო თამაშები და სხვა.
მეღვინეობა მტევინო 9 სახეობის ღვინოს აწარმოებს. გვაქვს ტრადიციული ქართული ქვევრის ღვინო და ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო.