ჩაის სახლი "დარმანი"
ტურს უმასპინძლებს ჩაის სახლი "დარმანი"



რას გთავაზობთ
ბრენდი დარმანი ნაზანიანთა ოჯახის მიერ 2014 წელს დაარსდა. დარმანის მცენარეული ჩაი იწარმოება სომხეთში, კერძოდ, ტავუშის რეგიონში. მთლიანი პროცესი, დაწყებული მცენარეების შეგროვებით, დასრულებული შეფუთვით კომპანიის მიერ ხორციელდება. ობიექტი აწარმოებს სხვადასხვა მცენარეული ხილის ნაზავის ჩაის, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებითა და დახვეწილი არომატითაა ცნობილი. განსაკუთრებული ბუნებრივი გარემო, სომხური ნიადაგი, მზე და წყალი ჩაის გემოსა და არომატს უნიკალურს ხდის. ვინაიდან, ჩაი ზღვის დონიდან 1300-2300 მეტრის სიმაღლეზე იზრდება, მას სამკურნალო თვისებები გააჩნია.

გაიცანით მასპინძელი, ჩაის სახლი "დარმანი"
ნაზანიანთა ოჯახი სიამოვნებით გიმასპინძლებთ დარმანის ჩაის დასაგემოვნებლად. შემოგვიერთდით, რათა აღმოაჩინოთ სომხური მცენარეების არომატი, შეიგრძნოთ მთის ჰაერი და მიირთვათ დამამშვიდებელი ჩაი, რომელიც განკურნავს თქვენს სხეულსა და სულს.
ნაზანიანებს ბუნების სამკურნალო შესაძლებლობების გამოყენებაში, მცენარეული ნაყენების დახმარებით სერიოზული სამედიცინო დაავადებებისგან გამოჯანმრთელების თვალსაზრისით პირადი გამოცდილება ჰქონდათ. შედეგებით გამსჭვალულებმა და შთაგონებულებმა, გადავწყვიტეთ ცოდნა და გამოცდილება თქვენთვის გაგვეზიარებინა და დავაფუძნეთ კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ორგანულ მცენარეულ ჩაის სახეობებზე.

ადგილმდებარეობა
შეთავაზებები



