მარგველიძეების საოჯახო მარანი
მარგველიძეების საოჯახო მარანი



ჩვენს შესახებ
„მარგველიძეების საოჯახო მარანი“ რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ სადმელში მდებარეობს. უძველესი რაჭული მარანი ამბროლაურის აეროპორტიდან 3 წუთის სავალზე, შემაღლებულ ფერდობზეა გაშნებული, საიდანაც თვალწინ რიონის ულამაზესი ხეობა იშლება. მარანში მოსულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს, დაათვალიეროს ისეთი ნახატები, რომლებიც საუკუნეს ითვლის. უშუალოდ მარანში განთავსებული ყველა ნივთი თავის ისტორიას ინახავს - მათ შორის, ქვევრები, საწნახელი, სხვადასხვა თაობის ფოტოსურათები და უცნობი ავტორის ფერწერული ტილო „სამოთხე და ჯოჯოხეთი“. მარანში ორი სახეობის ღვინოს აყენებენ − ხვანჭკარას და რაჭულ თეთრას. მარნის ტერიტორიაზე რაჭული ყოფისთვის დამახასიათებელი საოჯახო სასტუმროც დგას, რომელშიც თანამედროვე კომფორტისთვის აუცილებელი ყველა პირობაა.
ადგილმდებარეობა
შეთავაზებები


სასურველია ნახოთ



სასურველია დააგემოვნოთ


