გიგო პაპას მარანი

0 (0 rewievs) - Gigo Papa's Marani , Georgia

გიგო პაპას მარანი

Gigo Papa's Marani

Cultural Style
Characteristic style of culture
აგრო ტურისტული აქტივობები
A variety of activities with local hosts


ჩვენს შესახებ




„გიგო პაპას მარანი“ მე-18 საუკუნეშია აშენებული და ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ამ ადგილას საუკუნეების წინ თბილისიდან ავლაბრელი მიკიტნები და სირაჯები ტიკჭორებით ჩადიოდნენ და აქ დაყენებული ღვინო დედაქალაქის დუქნებში მიჰქონდათ. მარანს, სადაც სხვადასხვა ზომის 17 ქვევრია განთავსებული, რესტავრაცია რამდენიმე წლის წინათ ჩაუტარდა. მარნის ორსაუკუნოვანი ისტორიის ერთ-ერთი დასტური კედელზე გამოკვეთილი პატარა, ეკლესიის ფორმის ფიგურებია. 

„გიგო პაპას“ მარანში ორი სახის მშრალ ღვინოს აყენებენ: რქაწითელსა და საფერავს. მარანს რიყის ქვებისგან გაკეთებული ბუნებრივი საცავი აქვს. გარდა ღვინის დეგუსტაციისა, ტურისტებს აქვთ საშუალება, სხვადასხვა სახის მასტერკლასში ჩაერთონ და მარნის სივრცეში განთავსებულ, მცირე ზომის, 2-ნომრიან კოტეჯში ღამისთევაც დაჯავშნონ.



177.00  / ღამე
No booking available
No available slots
4-8 people

საბოლოო დასტურამდე თანხა არ ჩამოგეჭრებათ
177.00 ₾ x 1 ღამე
177.00 ₾



ადგილმდებარეობა



შეთავაზებები




კულინარიული მასტერკლასები
ღვინის დეგუსტაცია
ჩურჩხელას მომზადება
ცხობის მასტერკლასები


სასურველია ნახოთ




გრემი
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
ილიას ტბა


სასურველია დააგემოვნოთ




ბოზბაში
ჩურჩხელა
ჩურჩხელა