ფოლკლორის სახლი

0 (0 rewievs) - Folklore House , Georgia

ტურს უმასპინძლებს ფოლკლორის სახლი

Folklore House
Cultural Style
Characteristic style of culture
აგრო ტურისტული აქტივობები
A variety of activities with local hosts


რას გთავაზობთ


„ფოლკლორის სახლი“ ზუგდიდში მდებარეობს. კოშკურის სტილის სამსართულიან ნაგებობაში უამრავი ძველი ნივთი დაგხვდებათ: საუკუნის მაგიდა და ბუფეტი, კასრები, დოქები , კეცები, ქვევრი, უთო, გობი და მეგრული ყოფისთვის დამახასიათებელი სხვა ნივთები. „ფოლკლორის სახლის“ სამზარეულო, რომელიც ხალხურ-კლასიკური სტილით არის შექმნილი, შენობის პირველ სართულზეა მოწყობილი და ამ სივრცეში ტარდება მასტერკლასებიც.  მისაღები ოთახის შუა გულში ხეა „ამოსული“, კიბის ქვეშ კი მყუდრო, მოსასვენებელი საწოლია განთავსებული.  

თითოეულ სტუმარს თავად მასპინძელი ხვდება, რომელიც, ერთდროულად, ბევრი პროფესიის ადამიანია: ფოლკლორისტი და ლოტბარი, გურმანი და დეკორატორი, ქარგვის ოსტატი და ხატმწერი, მებაღე და მოყვარული არქიტექტორი, რომელმაც „ფოლკლორის სახლი“ თავად დააპროექტდა და გასტრონომიულ ტურსაც თავად უძღვება, მეგრული ფოლკლორის თანხლებით. აქ შეგიძლია, უძველეს ხაკეზე მოამზადოთ გებჟალია და დარწმუნდეთ, რომ კოლხებს ქვის ხანაში სამზარეულო ჰქონიათ.







160.00  / person
გთხოვთ აირჩიოთ დღეების რაოდენობა
12:00am to 12:00am

160.00 ₾ x 1 ღამე
160.00 ₾



ადგილმდებარეობა