ეთნოგრაფიული სოფელი "სისა ტურა"


ტურს უმასპინძლებს ეთნოგრაფიული სოფელი "სისა ტურა"

Ethno Village "SisaTura"
Cultural Style
Characteristic style of culture
აგრო ტურისტული აქტივობები
A variety of activities with local hosts


რას გთავაზობთ


„ეთნოგრაფიული სოფელი სისა ტურა“ აფხაზეთიდან სამი კილომეტრის მოშორებით, მესტიის გზაზე, ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარეობს. აქ სამ ჰექტარზეა დატეული სამეგრელოს ეთნოისტორია. ეთნოგრაფიული სივრცის შუაგულში საუკუნის შეფერილობის მეგრული ჯარგვალი დგას. იქვეა დამხმარე ნაგებობები - ფაცხები, საუკუნოვანი წისქვილი და ხელოვნური ტბა. ფაცხების დათვალიერებისას საუკუნოვან ნივთებს აღმოაჩენთ. აქვე ინახება უძველესი ანგურა - ქვის დიდი კეცი მჭადისთვის. ფაცხის გვერდზე ფიცრით ნაშენი ძველი საცხოვრისი დგას, ტრადიციული ძველებური ნივთებით. ამ სივრცის ნაწილია წყლის წისქვილიც, რომელსაც თავის დროზე სოფლისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონია. ავთენტურობა, ცხადია, არც წისქვილს დაუკარგავს და სიმინდსაც ისე ფქვავენ, როგორც ორი საუკუნის წინათ. წისქვილი დღემდე ინახავს საუკუნოვან წარწერებს. აქვე შეძლებთ, ძირძველი მეგრელი მასპინძლის როლი მოირგოთ და სიმინდი წყლის წისქვილში თავად დაფქვათ.  







    აფხაზეთთან სამი კილომეტრის მოშორებით, მესტიის გზაზე, ჩხორიაში ეთნოგრაფიული სოფელი სისა ტურაა.სამეგრელოს ეთნოისტორია სამ ჰექტარზეა დატეული.ეთნოგრაფიულ სივრცეზე საუკუნის შეფერილობის მეგრული ჯარგვალი მიგანიშნებთ, რომელიც ეზოს შუაგულში დგას. იქვეა დამხმარე ნაგებობები-ფაცხები, საუკუნოვანი წისქვილი და ხელოვნური ტბა. ფაცხების დათვალიერებისას აღმოაჩენთ საუკუნოვან ნივთებს. აქვე ინახება უძველესი ანგურაც, ქვის დიდი კეცი მჭადისთვის. ფაცხის გვერდზე ნახავთ ფიცრით ნაშენ ძველებურ საცხოვრისს ტრადიციული ძველებური ნივთებით. ამ სივრცის ნაწილია წყლის წისქვილიც, რომელსაც სოფლისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ავთენტურობა ცხადია არც წისქვილს დაუკარგავს და სიმინდსაც ისე ფქვავენ ,როგორც ორი საუკუნის წინათ. წისქვილი დღემდე ინახავს საუკუნოვან წარწერებს. აქვე შეძლებთ თავად მოირგოთ ძირძველი მეგრელი მასპინძლის როლი და დაფქვათ სიმინდი წყლის წისქვილში.

100.00  / person
გთხოვთ აირჩიოთ დღეების რაოდენობა
12:00am to 12:00am

100.00 ₾ x 1 ღამე
100.00 ₾



აფხაზეთთან სამი კილომეტრის მოშორებით, მესტიის გზაზე, ჩხორიაში ეთნოგრაფიული სოფელი სისა...

ადგილმდებარეობა