ამფორა
ტურს უმასპინძლებს ამფორა



რას გთავაზობთ
ლუდის მოყვარულები ასპინძაში ქვევრის ლუდის დაგემოვნებას შეძლებთ. ლუდის მარანში ორი სახის - ქვევრის ღია და ქვევრის მუქ ლუდს ამზადებენ, რომელთა მთავარი ნედლეული ალაო, სვია, წყალი და საფუარია. მუქ გაუფილტრავ ლუდს „ოქტობერფესტი“ ჰქვია, მის დასამზადებლად სამი სახის ალაოს იყენებენ. ქვევრის ღია კი ოთხი სახის ალაოსგან მზადდება. როგორც მუქ, ისე ღია ლუდში ალკოჰოლის შემცველობა, დაახლოებით, 4.5%–ია. ეზოში განთავსებულია ლუდის სადეგუსტაციო კუთხე მესხური ოდის სტილში, ბარი და მესხური ფურნე. ლუდის დაგემოვნებასთან ერთად, აქ, სურვილისამებრ, შეგიძლიათ მესხური კულინარიის მასტერკლასებშიც ჩაერთოთ.
სტუმრები მასპინძლისგან მოისმენენ ქვევრში ლუდის დამზადების საინტერესო ტექნოლოგიის შესახებ, დაათვალიერებენ მარანს, დააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ლუდს, ჩაერთვებიან მასტერკლასებში, რომლებიც ღია სადეგუსტაციო სივრცეში იმართება, ფუნეში გამოაცხობენ ალაოს პურს.
