ჩვენ შესახებ

Agrogate არის პირველი აგროტურისტული ონლაინ პლატფორმა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მოგზაურს დასვენებას   ტურიზმთან ადაპტირებულ ტრადიციულ სოფლის მეურნეობის გარემოში სთავაზობს.

აგროტურიზმის ინდუსტრიაში  ამ ორი სფეროს ურთიერთთანამშრომლობა განტვირთვა-დასვენების საუკეთესო ფორმასთან ერთად,  თავის თავში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის განვითარებას, ეკოლოგიის დაცვასა და ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანი გარემოს სტიმულირებას უწყობს ხელს.

Agrogate   აგროტურიზმის ინდუსტრიაში   ის ციფრული პლატფორმაა, რომელიც მოგზაურს ერთ სივრცეში განთავსებისა და მასტერკლასების დაჯავშნის მომსახურებას სთავაზობს.  ჩვენი დახმარებით თქვენ აღმოაჩენთ ისეთ აგროტურისტულ ადგილებს, სადაც შეძლებთ თავი შეაფაროთ ბუნებას, სოფელს, ჩაეფლოთ პასტორალურ ცხოვრებაში - მონაწილეობა მიიღოთ სოფლის მეურნეობაში, მოუაროთ  შინაურ ცხოველებს და იყოთ სოფლად შემორჩენილი უძველესი წეს-ჩვეულებებისა და რიტუალების თანაზიარი .